რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

განათლების კოალიციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 სექტემბერს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლასა და განათლების კოალიციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორგანიზაციების თანამშრომლობას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  • მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაცია და მისი მხარდაჭერა
  • მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორმა, ირაკლი მანელიძემ და განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.

განათლების კოალიციის შესახებ

განათლების კოალიცია 2013 წელს დაფუძნდა და ათი წლის განმავლობაში მასში 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციაა გაწევრიანებული.

კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში.

კოალიცია სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო მოძრაობის გლობალური კამპანია განათლებისთვის (Global Campaign for Education) წევრია.

კოალიცია უკვე შვიდი წელია წელია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” კონკურსს. აღნიშნული ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – “The Global Teacher Prize” ნაწილია.