დაწყებითი საფეხურის კათედრას მზია დოლიძე უხელმძღვანელებს
დაწყებითი საფეხურის კათედრას თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში მზია დოლიძე უხელმძღვანელებს.
მზია დოლიძეს აქვს სკოლაში მოღვაწეობის 16-წლიანი გამოცდილება, რომელიც მოიცავს, როგორც პედაგოგიურ საქმიანობას დაწყებით საფეხურზე, ასევე, წამყვანი კერძო სკოლების დაწყებითი კათედრების ხელმძღვანელობას.
მზია დოლიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა ისეთ სკოლებში, როგორებიცაა “ბაქსვუდი”, “ნიუტონის თავისუფალი სკოლა”, “ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა” და სხვა.
“მრავალწლიანმა პროფესიულმა საქმიანობამ შემმატა სწავლა-სწავლების ეფექტური, მეთოდური გამოცდილება და ჩემეული ხედვა.
ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს შევუქმნათ სწავლისათვის კომფორტული გარემო, რომ პატარებმა შეძლონ, საკუთარი შესაძლებლობის, იდეების, მოსაზრების თამამად გამოვლენა. შევუქმნათ მოტივაცია და მივცეთ ასაკის შესაბამისი სიღრმისეული ცოდნა.
თავისუფლად მოაზროვნე, განათლებულ, მზრუნველ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ენიჭება დაწყებით საფეხურზე შეძენილ ცოდნასა და უნარებს.
ამიტომ ჩვენ ვიზრუნებთ რომ:
• სწავლა – სწავლების პროცესი მოსწავლეებისათვის მრავალფეროვანი და სახალისო გავხადოთ;
• შევქმნათ მეგობრული, მზრუნველი გარემო, ემოციური ინტელექტის გასავითარებლად და ხარისხიანი აკადემიური მოსწრების მისაღწევად;
• დავეხმაროთ მოსწავლეებს სოციუმში ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამომუშავებაში;
• სახალისო აქტივობების მეშვეობით, განვუვითაროთ შემოქმედებითი აზროვნება;
• ხელი შევუწყოთ გლობალურად მოაზროვნე ადამიანებად ჩამოყალიბებაში.”