ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის პირველი ფილიალი თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიხსნება
თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლასა და ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას შორის ძალიან მნიშვნელოვანი კოლაბორაცია შედგა.
ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის პირველი ფილიალი სწორედ საერთაშორისო სტანდარტების სრულად ადაპტირებულ GAST-კამპუსში განთავსდება და ოქტომბრიდან ღია იქნება სწავლის მსურველთათვის.
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებისთვის კი, აკადემიაში სწავლა სკოლის კლასგარეშე აქტივობების ფორმატში, ხელმისაწვდომია იქნება დამატებითი საფასურის გარეშე.
თანამშრომლობის შესახებ აკადემიისა და სკოლის დამფუძნებლებმა, ზაზა ფაჩულიამ და ლევან გოგიამ კამპუსის ტერიტორიიდან ლაივ ჩართვის ფორმატში 8 აგვისტოს მიაწოდეს ინფორმაცია დაინტერესებულ აუდიტორიას და დაანონსეს ZPA x GAST ფილიალის გახსნა.
ZPA x GAST რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
აღსანიშნავია, რომ კამპუსის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სპორტული დარბაზის პროექტირების პროცესში სკოლამ აქტიურად ითანამშრომლა აკადემიასთან, რაც გულისხმობს, რომ დარბაზის სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.