რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის პირველი ფილიალი გაიხსნა

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის კამპუსში ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის პირველი ფილიალი სკოლის  ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან გოგიამ და  თავად ზაზა ფაჩულიამ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

ახლადაშენებულ ოლიმპიური სტანდარტების მულტიფუნქციურ სპორტულ დარბაზში 400-მდე მოზარდი საუკეთესო პირობებში მოემზადება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები სკოლის კლუბური აქტივობების ფორმატში ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში დამატებითი საფასურის გარეშე ივარჯიშებენ.

ZPA x GAST ახალ ფილიალში რეგისტრაცია 2007-2018 წლებში დაბადებულ ბავშვებსა და მოზარდებს შეუძლიათ. დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს.

📷 ფოტოების ავტორი: ლევან გაბუნია