თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორი
დღეს ჩვენ დირექტორს გაგაცნობთ.
თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლას მათემატიკოსი ირაკლი მანელიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც განათლების სფეროში მოღვაწეობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.
მრავალი წლის განმავლობაში იგი გახლდათ არქიმედეს სკოლის დირექტორი და თანადამფუძნებელი.
პანდემიის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული პროექტში ტელესკოლა • 1tv.ge მოსწავლეებისთვის მათემატიკის სწავლების უწყვეტობის უზრუნველყოფისა და ხარისხიანი სასწავლო კურსების განვითარებისა და მიწოდების მიზნით.
ირაკლი მანელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის და, ასევე, ESM-თბილისის (ამჟამინდელი თავისუფალი უნივერსიტეტი – Free University) კურსდამთავრებულია.
განათლების სფერომდე, ფინანსების განხრით, მენეჯერულ პოზიციებზე, მოღვაწეობდა ისეთ მსხვილ კომპანიებში, როგორებიცაა თიბისი ბანკი TBC – თიბისი, Tegeta • თეგეტა მოტორსი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა / Georgian State Electrosystem, შპს ენერგოტრანსი და სხვ.
სასკოლო პერიოდში ის გახლდათ საქართველოს მოსწავლეთა მათემატიკური ნაკრების წევრი და სხვადასხვა წლებში მსოფლიო ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც საქართველოს ისტორიაში დღეისთვის მე-5 საუკეთესო შედეგია.
“მიუხედავად წარმატებული მოღვაწეობისა ფინანსების სფეროში, კარიერა განათლების სფეროს დავუკავშირე, რადგან სწორედ ამ საქმეს აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისა და გაძლიერებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა. მომავალი თაობის მაქსიმალური მხარდაჭერა და მათთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც საკუთარ პოტენციალს გამოავლენენ, უპირობოდ უმნიშვნელოვანესი საქმე მგონია.
გუნდთან ერთად, რომელთან თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლას ვქმნი, მჯერა, ამ მიზანს მივაღწევთ.”