რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

მედიაწიგნიერება

GAST-ში ყოველდღიურად ვზრუნავთ ჩვენი მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებაზე, რომ მარტივად გაუმკლავდნენ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. 21-ე საუკუნეში ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ინფორმაციის მყისიერ გავრცელებასთან ერთად ინფორმაციის გაყალბების შესაძლებლობებიც გაზარდა.

2 აპრილს ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ GAST-ში მერვე კლასელებისთვის ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე “ნამდვილი თუ მოგონილი?!”, რომლის მიზანი იყო მედიაწიგნიერებაში ცოდნის გაღრმავება. ჩვენმა მოსწავლეებმა ისწავლეს მცდარი ინფორმაციის სახეობები და როგორ დაადგინონ ინფორმაციის სანდოობა.

ღონისძიება ქართულ მედიაში გაშუქდა.