,,მზიურის“ ლოგიკის კურსი GAST-ელებისთვის
კლუბური აქტივობების ფარგლებში ჩვენს მოსწავლეებს კვირაში ორჯერ უტარდებათ საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ “მზიურის” ლოგიკის კურსი, რომლის მიზანია ალგორითმული აზროვნების უნარის განვითარება. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს ეცოდინება მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების სტანდარტული ტიპების ამოხსნის გზები, რაც სამომავლოდ ასევე დაეხმარება პროგრამირების სწავლაში.
III-IV კლასებში ლოგიკის კურსს უძღვება GAST-ის მათემატიკის მასწავლებელი შორენა გულაშვილი, რომელსაც 28-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. V-VII კლასელებისთვის კი ლოგიკის გაკვეთილს ატარებს სკოლის დირექტორი, მათემატიკოსი ირაკლი მანელიძე.
35-წლიანი წარმატების ისტორიის მქონე კომპიუტერული სკოლა მზიური თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის პარტნიორია. საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი კოორდინაციას უწევს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში კლუბის ფორმატში ჩვენი მოსწავლეებისთვის პროგრამირების ისეთი მიმართულებების სწავლებას, როგორიცაა:
• Python
• C++ და ალგორითმები
• ვებ-პროგრამირება
• კომპიუტერული თამაშების პროგრამირება
• C#
• JAVA
კლუბში გასაწევრიანებლად მშობელს არ უწევს დამატებითი საფასურის გადახდა.