რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

მოგზაურობა ასტრიდ ლინდგრენის ფერად სამყაროში

14 ნოემბერს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩვენმა მოსწავლეებმა მწერლის საბავშვო ნაწარმოებების ფერად სამყაროში იმოგზაურეს. გაიხსენეს შვედი მწერლის ცხოვრება, გააცოცხლეს საყვარელი პერსონაჟები და წერილები მიწერეს პეპისა და თავად მწერალს. სკოლის დირექტორმა ირაკლი მანელიძემ და დირექტორის მოადგილემ მაია კუბეტოვამ ღონისძიების მონაწილეები პეპისა და კარლსონის მეგობრობისთვის სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

,,თუ ვინმეს ბავშვობა გავაფერადე, ესეიგი ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმიღწევია,“ მწერლის ეს სიტყვები სიცოცხლეშივე გამართლდა და მილიონობით ბავშვის საყვარელ მწერლად იქცა. ის ერთადერთი მწერალია, რომელსაც სიცოცხლეშივე დაუდგეს ძეგლი  და შვედეთის საუკუნის ადამიანის წოდებაც მიანიჭეს.  მისი წიგნები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცა და 85 ენაზე ითარგმნა.

📷 ფოტო გალერეა