თითოეული მოსწავლის უსაფრთხოება ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის ექსპერტებმა სკოლაში თეორიული სწავლება ჩაატარეს, რის შემდეგაც მოეწყო საგანგებო სიტუაციის სიმულაცია. შესაბამისად, ჩვენმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სტიქიური და უბედური შემთხვევების დროს სამოქმედო გეგმა და ევაკუაციის წესები უკვე კარგად იციან. მსგავსი სწავლებები სკოლაში პერიოდულად წელიწადში რამდენჯერმე ეწყობა.