რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

GAST-მა საშობაო ბაზრობას უმასპინძლა

22 დეკემბერს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა გაიმართა, სადაც ჩვენი მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთები გაიყიდა. შემოსული თანხა სრულად გადაეცა საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სუპერგმირს“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარება.

საახალწლო ნივთები I-VII კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებლის შორენა ამირანაშვილის დახმარებით შექმნეს. საშობაო ბაზრობას მშობლები,  სკოლის დამფუძნებლები და მასწავლებლები ესტუმრნენ. GAST-ელებმა ქველმოქმედებისთვის სულ 1760 ლარი შეაგროვეს. თანხასთან ერთად თბილისის ქართულ ამერიკულმა სკოლამ საქველმოქმედო ორგანიზაციას მშობლების მიერ შემოწირული ტანსაცმელი, სათამაშოები და წიგნები გადასცა.

საშობაო ბაზრობაზე ბავშვების გართობაზე ანიმატორმა იზრუნა. ღონისძიებაზე ყველასთვის მოულოდნელად სანტა კლაუსი გამოჩნდა, რომელმაც GAST-ელები საჩუქრებით გაახარა.

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა მადლობას უხდის ყველას საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. გვჯერა, რომ სიკეთე გადამდებია!

📷 ფოტო-კოლაჟი