რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

სკოლაში დაბრუნების საზეიმო ღონისძიება

16 სექტემბერს ახალ სასწავლო წელს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში საზეიმო გარემოში შევხვდით 200-ზე მეტ მოსწავლესთან ერთად, მათ შორის 150 ახალი მოსწავლეა. ღონისძიებისდ ყურადღების ცენტრში 102 პირველკლასელი მოექცა. მათთვის პირველი ზარი დაირეკა და ამით სასკოლო ცხოვრებაში 12-წლიანი დაუვიწყარი მოგზაურობა დაიწყო.

სკოლის დირექტორი ირაკლი მანელიძე და ფირექტორის მოადგილე მაია კუბეტოვა მიესალმნენ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს და ნაყოფიერ და წარმატებულ აკადემიურ წელს დაპირდნენ.

სულმოუთქმელად ველით თითოეული ჩვენი მოსწავლის ახლოდან გაცნობას, რათა სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ სასკოლო ცხოვრებაში.

გვახარებს და გვეამაყება ის ნდობა, რაც გასული წლის განმვლობაში მოვიპოვეთ. ეს გვმატებს მოტივაციას, რომ გავაგრძელოთ წინსვლა და განვითარება.