რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები

მისია

მოსწავლეებისთვის სწავლისადმი, როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე განგრძობადი პროცესისადმი, ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება და 21-ე საუკუნეში წარმატებისა და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობისთვის საჭირო უნარებით აღჭურვა.

ხედვა

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა 2030 წელს იქნება საქართველოსა და რეგიონში წამყვანი და სწრაფად მზარდი სკოლა, რომელშიც საგანმანათლებლო პროცესი ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფილია გარემო, რომელიც ორიენტირებულია საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენასა და განვითარებაზე.

სკოლა ასევე გეგმავს პერიოდული ღონისძიებების განხორციელებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ღირებულებები

ავტონომიურობა – სკოლა არის ავტონომიური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კანონის ფარგლებში დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სწავლა-სწავლებისა, თუ სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული სხვა აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;

პატივისცემა – სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი საკუთარი მოვალეობებს განახორციელებს და საქმიანობას წარმართავს პატივისცემის პრინციპზე დაფუძნებით;

კეთილსინდისიერება – სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი საკუთარი მოვალეობებს განახორციელებს და საქმიანობას წარმართავს კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებით;

პასუხისმგებლიანობა – სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ქმნის სკოლის საერთო პასუხისმგებლობას – შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის საქმეში;

თანაბარი შესაძლებლობები – სწავლა-სწავლებისა და სასკოლო ცხოვრების სხვა შემადგენელი კომპონენტებს განხორციელების პროცესში სკოლის თითოეული წევრისთვის უზრუნველყოფილია სწავლების, მუშაობისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები;

განვითარებაზე ორიენტირებულობა – სკოლა პროაქტიულად აფასებს საკუთარ საქმიანობას, ეძებს სუსტ მხარეებს და აღმოფხვრის მათ, რაც ქმნის განვითარების შესაძლებლობებს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის, ქვეყნისთვის;

გუნდურობა – განვითარების სწრაფი ტემპისა და ამ გზით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის უზრუნველსაყოფად სკოლა ამკვიდრებს და წაახალისებს სასკოლო საზოგადოებაში გუნდურობის პრინციპს;

ზრუნვა – განვითარების სწრაფი ტემპის და ამ გზით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის უზრუნველსაყოფად სკოლა ამკვიდრებს და წაახალისებს ზრუნვის კულტურას.

სტრატეგიული განვითარების გეგმა
ნახვა
სამოქმედო გეგმა
ნახვა
სამოქმედო გეგმის შუალედური მონიტორინგი
ნახვა