რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

სახელმწიფო და უცხოური ენების კათედრა

მაია კუბეტოვა

სახელმწიფო და უცხოური ენების კათედრის ხელმძღვანელი.

მაია კუბეტოვას აქვს სასკოლო და საუნივერსიტეტო სივრცეში დაგროვებული 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის იყო წამყვანი კერძო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, ინგლისური ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დირექტორის მოადგილე. მას ასევე ზურგს უმაგრევს საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესში ჩართულობისა და ლექტორობის მრავალწლიანი გამოცდილება.

კათედრის შესახებ

სახელმწიფო და უცხოური ენების კათედრის მიზანია განავითაროს მოსწავლის სამეტყველო, კითხვის, წერისა და მოსმენის უნარები სამიზნე ენაზე.

უცხო ენების შესწავლა აფართოებს ადამიანის ხედვას სამყაროსადმი და ჰმატებს მეტ გამოცდილებას, ხდის მას უფრო მოქნილს და ტოლერანტულს, აძლიერებს მოსწავლეების შესაძლებლობებს, რათა გახდნენ კონკურენტუნარიანები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა.

უცხოური ენების სწავლება ხორციელდება თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.