- სწავლა
- პროგრამები
- საბაზო საფეხური (VII-IX კლასები)
ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა
საბაზო საფეხურის მისია:
საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება;
მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობა;
მოსწავლეებში კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
მოსწავლის დამოუკიდებლად სწავლის (სწავლის სწავლა)უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა;
აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა სწავლების მომდევნო საფეხურზე სწავლის
გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისათვის.
სასწავლო პროცესის აღწერა საბაზო საფეხურზე:
დაეხმაროს მოსწავლეებს ინდივიდუალური სასწავლო მიზნების დასახვაში და თვითშეფასების უნარების დახვეწაში;
დაეხმაროს მოსწავლეებს ცხოვრების ჯანსაღი წესის გაცნობიერებასა და მისი დაცვის უნარების განვითარებაში;
დაეხმაროს მოსწავლეებს კვლევითი უნარების განვითარებაში;
შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.