ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორის მოადგილედ მაია კუბეტოვა დაინიშნა
წარმოგიდგენთ თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორის მოადგილეს მაია კუბეტოვას.
მაია კუბეტოვას აქვს სასკოლო და საუნივერსიტეტო სივრცეში დაგროვებული 15-წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის იყო წამყვანი კერძო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, ინგლისური ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დირექტორის მოადგილე. მას ასევე ზურგს უმაგრებს საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესში ჩართულობისა და ლექტორობის მრავალწლიანი გამოცდილება.
მაია კუბეტოვა სხვადასხვა წლებში მუშაობდა წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში – ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელი “ქართულ-ამერიკული სკოლაში” და ლექტორი “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა” და “წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში”.
“თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინგლისური ენის სწავლება განხორციელდება სხვადასხვა მიმართულებებით: თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. სწავლებისას ყურადღება მიექცევა საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითდაჯერებულობას ინგლისურად მეტყველებისას და სხვა მთავარი უნარების განვითარებას როგორიცაა, მოსმენა, კითხვა და წერა. ჩვენი პედაგოგები იმუშავებენ და დაეხმარებიან მოსწავლეებს შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევისთვის დასჭირდებათ. ასევე, უფროსკლასელებს მიეცემათ საშუალება მოემზადონ და ჩააბარონ უცხოური უნივერსიტეტების მიერ აღიარებული საერთაშორისო გამოცდები: IELTS, TOEFL, SAT.
ჩვენი პროგრამის მიხედვით, მე-3 კლასიდან არსებულ კურიკულუმს ემატება მეცნიერება ინგლისურ ენაზე – Science. Science მოსწავლეებს ასწავლის არა მხოლოდ მათ ირგვლივ არსებული სამყაროს შესახებ, არამედ ინგლისური ენის გამოყენებით შეძლებენ ისეთ პროცესებზე იმსჯელონ როგორიცაა ბუნებრივი თუ ხელოვნური მოვლენები, ცხოველთა სამყარო, ბიომრავალფეროვნება, ეკოლოგია და სხვა. ამ უნარების შეძენის შემდეგ, სამომავლოდ მზაობა ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში.
სამომავლოდ სკოლა გეგმავს საერთაშორისო პროგრამების ინტეგრირებას. ეს პროგრამები მისცემს ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს საშუალებას აიღონ უცხოური ატესტატი, რომელიც გაუმარტივებთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას.“