ღია კარის დღე თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა 6 აგვისტოს, 17:00 საათზე კიდევ ერთ დამატებით ღია კარის დღეს გამართავს, რომელიც ონლაინ ფორმატში წარიმართება, პლატფორმა ზუმის გამოყენებით.
ღია კარის დღეზე გაიცნობთ და თქვენთვის საინტერესო კითხვებს დაუსვამთ GAST გუნდის წარმომადგენლებს:
ირაკლი მანელიძეს, სკოლის დირექტორი
მაია კუბეტოვას, სკოლის დირექტორის მოადგილე
მზია დოლიძეს, დაწყებითი კათედრის ხელმძღვანელი
თემურ ხუდავერდოვს, კლუბების ხელმძღვანელი
ონლაინ ღია კარის დღეზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივლისისა.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
რეგისტრირებულ დამსწრეებს გადაეგზავნებათ შეხვედრის ზუმის ბმული არაუგვიანეს 1 აგვისტოსი სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.