ღია კარის დღე GAST-ში
9 მარტს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ღია კარის დღეზე მომავალი პირველკლასელების მშობლებს ვუმასპინძლეთ.
სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის კამპუსი და თავად შეაფასეს სასწავლო ინფრასტრუქტურა. კამპუს ტურის შემდეგ კი სკოლის გუნდთან შეხვედრა გაიმართა.
მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე:
🔹 ირაკლი მანელიძემ, სკოლის დირექტორმა, მშობლებს სკოლის ხედვა, ღირებულებები და მიზნები გააცნო. მან ასევე დეტალურად ისაუბრა სასწავლო პროგრამებსა და გეგმებზე.
🔹 მაია კუბეტოვამ, სკოლის დირექტორის მოადგილემ, სახელმწიფო და უცხოური ენების კათედრის ხელმძღვანელმა, სტუმრებს ინგლისური ენის სწავლების მეთოლოგია და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები წარუდგინა.
🔹 მზია დოლიძემ, დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელმა, დაწყებით საფეხურზე სკოლაში არსებულ თანამედროვე სასწავლო მეთოლოგიაზე გაამახვილა ყურადღება .
🔹ლია კობესაშვილმა, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგი და არსებული პროგრამები სიღრმისეულად მიმოიხილა.
🔹თემურ ხუდავერდოვმა, კლუბების ხელმძღვანელმა, მშობლებს სკოლაში არსებული კლუბები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ღონისძიებას სკოლის დამფუძნებლები, ლევანი გოგია და ირაკლი გოგია ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის შემდეგ მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა GAST-ის გუნდის წევრებისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
მადლობა თითოეულ მშობელს ჩვენი სკოლით დაინტერესებისა და სტუმრობისთვის! სულმოუთქმელად ველოდებით პატარებთან შეხვედრას.
📷 ფოტოგრაფი: გიორგი თათარაშვილი