
ღია კარის დღე
22 თებერვალს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა ღია კარის დღე. ჩვენი სკოლით დაინტერესებულმა მშობლებმა დაათვალიერეს GAST-ის კამპუსი და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, მიდგომებისა და ღირებულებების შესახებ.
სკოლის დირექტორმა ირაკლი მანელიძემ, დირექტორის მოადგილემ მაია კუბეტოვამ, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა ლია კობესაშვილმა და კლუბების მენეჯერმა თემურ ხუდავერდოვმა თავიანთ მიმართულებებზე ისაუბრეს. პრეზენტაციის შემდეგ მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა GAST-ის გუნდის წევრებისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.
სტუმრად მოსულ მომავალ პირველკლასელებს კი დაწყებითის საფეხურის მასწავლებლებმა უმასპინძლეს. სპეციალურად მათთვის გამოყოფილ საკლასო სივრცეში პატარებისთვის შემეცნებითი და სახალისო აქტივობები დაიგეგმა.
თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში პირველკლასელთა წინასწარი რეგისტრაცია ამ დრომდე გრძელდება ადგილების შევსებამდე. პარალელურად მიმდინარეობს რეგისტრაცია ამჟამინდელი პირველი კლასიდან მერვე კლასის ჩათვლით გადმოსვლის მსურველი მოსწავლეებისთვის.
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა 2023 წლის სექტემბერში გაიხსნა. ამჟამად სკოლაში სულ 222 მოსწავლე სწავლობს.








