შეხვედრა GAST-ელებთან ბიომრავალფეროვნებაზე სასაუბროდ
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი ქეთევან ორველაშვილი არაფორმალური განათლების ფარგლებში მე-5, მე-6 და მე-7 კლასელებს ბიომრავალფეროვნებასა და არსებულ საფრთხეებზე ესაუბრა.
მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება, ეკოსისტემის მდგრადობა, ჰაბიტატების განადგურება და ფრაგმენტაცია.
GAST-ში ერთად ვზრუნავთ გარემოსა და გარემოს დაცვის საკითხებზე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე.