რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის კამპანიაში ჩაერთო. უფროსკლასელებმა პირველკლასელებს ზღაპრები წაუკითხეს. პატარებმა თავადაც სცადეს ერთმანეთისთვის წაკითხვა.

ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული ღონისძიების ინიციატორებმა: წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ და ,,მშობლები განათლებისთვის“ ასოციაციამ ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასელები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

წიგნის კითხვის კვირეულის ფარგლებში სკოლაში  პოეტი და საბავშვო მწერალი კატო ჯავახიშვილი მოვიწვიეთ. მასთან შეხვედრამდე GAST-ელებმა ნაწარმოები ,,სიყვარულით, ელლი“ წაიკითხეს. მწერალთან შეხვედრა დადებითი ემოციებით სავსე აღმოჩნდა. მოსწავლეებმა სტუმარს საკუთარი წარმოსახვით დახატული ლილეს სამყარო გაუზიარეს და ბევრი შეკითხვა დაუსვეს ლილესა და მის გამოგონილ მეგობარზე.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის სლოგანია: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის გამოცდილება და შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

აქართველოში წელს უკვე მეცხრედ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.