თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჰელოუინის დღესასწაული პირველად აღინიშნა. ერთი დღით ჩვენი სკოლა იდუმალ ადგილად იქცა. მოსწავლეებმა საყვარელი პერსონაჟებისა და გმირების კოსტიუმები მოირგეს და გაკვეთილებზე ასე გამოცხადდნენ.
განწყობა მასწავლებლებისთვისაც გადამდები აღმოჩნდა და ბავშვებს ჰელოუინის თემაზე სხვადასხვა სახალისო და კრეატიული აქტივობა შესთავაზეს. ჰელოუინის სამზადისში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული და მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახალისო დეკორაციასა თუ თემატურ ნახატებს ქმნიდნენ.