GAST დამფუძნებლების ვიზიტი ლიეტუვაში და თანამშრომლობა საერთაშორისო სკოლასთან “Universa Via”
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის დამფუძნებლები და მენეჯმენტის წარმომადგენლები ლევან გოგია, თემურ გაბელია და მაია კუბეტოვა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლიეტუვაში, საერთაშორისო სკოლაში “Universa Via”.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე პირველი ნაბიჯები გადაიდგა თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლასა და საერთაშორისო სკოლა “Universa Via” თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც საწყის ეტაპზე გულისხმობს ერთობლივი გაცვლითი პროგრამებისა და სეზონური სკოლების განხორციელებას.