GAST-სასტიპენდიო პროგრამა – 3-წლიანი თანადაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ნიჭიერი მოსწავლეებისთვის
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლისთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი იყოს ნიჭიერი მოსწავლეებისთვის და ამ მიმართულებით სკოლა არაერთ შესაძლებლობას ქმნის როგორც არსებული, ისე მომავალი მოსწავლეებისთვის.
ამჟამად, გიზიარებთ ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამაზე, რომელიც თბილისის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ შეიმუშავა IV – VII კლასის მოსწავლეებისთვის კომპიუტერულ სკოლასთან “მზიური” თანამშრომლობით.
სასტიპენდიო პროგრამა IV – VII კლასის მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოიპოვონ თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლისთვის საჭირო, საკუთარ დამსახურებაზე დაფუძნებული 3-წლიანი თანადაფინანსება და სექტემბრიდან სწავლა განაგრძონ საერთაშორისო სტანდარტების GAST-კამპუსში.
ვის შეუძლია მოიპოვოს GAST-სტიპენდია?
GAST-სასტიპენდიო პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
3-წლიანი თანადაფინანსების მოპოვება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც:
-
- • 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრისთვის არის IV-VII კლასის მოსწავლე;
-
- • წარმატებით ჩააბარებს კომპიუტერული სკოლის “მზიური” ტესტირებას;
-
- • 2023 წლის სექტემბრის სემესტრიდან სწავლას თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გააგრძელებს
GAST-სტიპენდიის მოცულობა და მისი გამოყენების პირობები
უკლებლივ ყველა მოსწავლე, რომელიც 2023 წელს დარეგისტრირდება კომპიუტერული სკოლის “მზიური” ტესტირებაზე, წარმატებით ჩააბარებს მას და სექტემბრიდან სწავლას განაგრძობს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში, GAST-სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მიიღებს სკოლაში სწავლის თანადაფინანსებისთვის 3-წლიან სასტიპენდიო ვაუჩერს.
ასევე, მოიპოვებს დამატებით 1000-ლარიან სრულ წლიურ დაფინანსებას კომპიუტერულ ცენტრში “მზიური” სწავლისთვის.
მოსწავლე, რომელიც “მზიურის” ტესტირებაზე სწორ პასუხს გასცემს ტესტის:
-
- • 100%-ს – მოიპოვებს 3000-ლარიან წლიურ GAST-სტიპენდიას, რომელიც შეუნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში (ჯამური თანხა: 9 000 ლარი)
-
- • 90%-ს – მოიპოვებს 2000-ლარიან წლიურ GAST-სტიპენდიას, რომელიც შეუნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში (ჯამური თანხა: 6 000 ლარი)
-
- • 80%-ს – მოიპოვებს 1000-ლარიან წლიურ GAST-სტიპენდიას, რომელიც შეუნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში (ჯამური თანხა: 3 000 ლარი)
-
- • 70%-ს – მოიპოვებს 500-ლარიან წლიურ სტიპენდიას, რომელიც შეუნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში (ჯამური თანხა: 1 500 ლარი)
გარდა სწავლისთვის მოპოვებული თანადაფინანსებისა, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა სრული დაფინანსებით ისწავლონ კომპიუტერული ცენტრის “მზიური” სასწავლო პროგრამაზე თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში.
როგორ მოვიპოვო GAST-სტიპენდია?
სტიპენდიის მოპოვებისთვის საჭიროა:
-
- • აკმაყოფილებდეთ GAST-სასტიპენდიო პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
-
- • დარეგისტრირდეთ კომპიუტერული ცენტრის “მზიური” ტესტირებაზე და რეგისტრაციისას სკოლის ველში მიუთითო “თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა”
-
- რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს.
-
- • დარეგისტრირდეთ კომპიუტერული ცენტრის “მზიური” ტესტირებაზე და რეგისტრაციისას სკოლის ველში მიუთითო “თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა”
-
- • დაესწროთ “მზიურის” მიერ ორგანიზებულ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას;
-
- • გაიაროთ “მზიურის” ტესტირება წარმატებით;
-
- • ყველაზე გვიან, ქულების გაგებიდან, 5 სამუშაო დღის განმავლობაში, წარმოგვიდგინო კომპიუტერული ცენტრის “მზიური” ცნობა მათი ტესტირების წარმატებით ჩაბარების შესახებ (მიღებული ქულის მითითებით) და ამავე ვადაში გააფორმო მობილობის ხელშეკრულება თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლასთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის: info@gast.edu.ge
შესაძლო კითხვები და პასუხები
შევძლებ თუ არა GAST-სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსების სხვა საჭიროებებზე მიმართვას?
GAST-სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსება მხოლოდ თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლის დაფინანსების მიზნობრიობით გამოიყენება.
სტიპენდია ერთჯერადი იქნება და შემდეგ წლებში სრულად მომიწევს სკოლის საფასურის დაფარვა?
GAST-სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსება შეგინარჩუნდება 3 წლის განმავლობაში იმ წლიური მოცულობით, რომელიც მითითებულია პროგრამის აღწერაში და რომლის ოდენობაც დამოკიდებულია “მზიურის” ტესტირებაზე შენ მიერ მიღწეულ შედეგზე.
მაგ.: თუ მოიპოვებ 3 000-ლარიან თანადაფინანსებას, ეს ნიშნავს, რომ სამი წლის განმავლობაში თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლაში გადაიხდი წლიურ საფასურს მინუს 3 000 ლარი. ჯამში 3 წლის განმავლობაში მიიღებ 9 000-ლარიან თანადაფინანსებას.
“მზიურის” ტესტირება რომ ჩავაბარო და მოვიპოვო GAST-სასტიპენდიო პროგრამიდან დაფინანსება, შემდეგ კი “მზიურის” პროგრამაში არ ჩავერთო, დავკარგავ სტიპენდიას?
ჩვენ ვთვლით, რომ პროგრამირება არის მომავლის საერთაშორისო ენა, ხოლო “მზიური” ქვეყნის მასშტაბით ამ მიმართულებით განათლების მიმწოდებელი ყველაზე წარმატებული ცენტრი. გაგვიხარდება, თუ ბევრი მოსწავლე დაინტერესდება პროგრამირებით, და სექტემბრიდან სწორედ ამ მიზნით იქნება “მზიურის” ცენტრი განთავსებულია “თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში”, რომელშიც ჩვენი მოსწავლეების სრული დაფინანსებით ისწავლიან.
თუმცა, თუ წარმატებით ჩააბარებ მზიურის ტესტირებას და ამავდროულად დააკმაყოფილებ GAST-სასტიპენდიო პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლისთვის დაფინანსებას ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებ, იმის მიუხედავად, აირჩევ თუ არა კლუბების ფორმატში “მზიურის” სასწავლო პროგრამას.
თუ უკვე დარეგისტრირებული ვარ სკოლაში და გაფორმებული მაქვს ხელშეკრულება, შემიძლია თუ არა კონკურსში მივიღო მონაწილეობა და მოვიპოვო თანადაფინანსება?
დიახ, რეგისტრაციისა და ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში, დაწეროთ “მზიურის” ტესტირება და მოიპოვოთ თანადაფინანსება