
II-VIII კლასელთა რეგისტრაცია
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა აცხადებს II-დან VIII კლასის ჩათვლით მოსწავლეთა წინასწარ რეგისტრაციას 2024-2025 სასწავლო წლისთვის. მოსწავლის დასარეგისტრირებლად გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული განაცხადი შემდეგ ბმულზე.
აქვე გაცნობებთ, რომ სკოლაში გადმოსვლა/მობილობა მიმდინარე სემესტრის განმავლობაში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლების ინდივიდუალური მიდგომა, წრეების მრავალფეროვნება, სპორტული აქტივობები და თანამედროვე ინფრასტრუქტურა თითოეული მოსწავლის განვითარებასა და განათლებაზეა ორიენტირებული. (ვიდეორგოლი ბმული)
2024-2025 სასწავლო წელს სწავლის წლიური საფასური შეადგენს 8000 ლარს.
საფასური ფარავს:
- ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო კურსებს
- ექსტრაკურიკულარულ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებს კლუბების ფორმატში.
- კვებას:
I-III კლასებში – 2-ჯერადი კვება;
IV კლასიდან – ერთჯერადი კვება.
- სასკოლო ფორმას.
სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.