
ლაშა შავდათუაშვილის შეხვედრა GAST-ელებთან
ოლიმპიური, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი – ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრა. ოლიმპიელმა სპორტსმენმა GAST-ელებს საკუთარი წარმატების ისტორია გაუზიარა და სპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული და ყველა დიდი ტიტული აქვს მოგებული. მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად და სპორტის პოპულარიზაციისთვის წარმატებულ სპორტსმენებთან მსგავსი შეხვედრების ორგანიზება მნიშვნელოვანია.
მოსწავლეებთან შეხვედრამდე ცნობილმა ძიუდოისტმა თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის დამფუძნებელთან ლევან გოგიასთან ერთად ახალი სტადიონი გახსნა.
GAST-ში ხარისხიანი განათლების მიღებასთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას. ამისთვის მოსწავლეებს ვთავაზობთ დაბალანსებულ კვებას და კურიკულუმით გათვალისწინებულ ფიზიკურ აქტივობებს. GAST-ში სავალდებულოა, რომ მოსწავლემ აირჩიოს სპორტული კლუბი, რომელიც სწავლის საფასურში შედის. ამჟამად გვაქვს შემდეგი სპორტული წრეები:
- კალათბურთი (ზაზა ფაჩულიას აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში)
- მხატვრული ტანვარჯიში (ვალენტინა კუზმიდის ტანვარჯიშის სკოლასთან თანამშრომლონის ფარგლებში)
- ქართული ცეკვა
- ტაეკვანდო
- ფეხბურთი
- ჭადრაკი














