- სკოლა
- ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა 2023 წელს დაფუძნდა. სკოლას ამ ეტაპზე გამოცხადებული აქვს მოსწავლეთა წინასწარი რეგისტრაცია I-VIII კლასებში.
შენი წარმატება იწყება აქ
მიზანი
სკოლის მიზანია ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით აღზარდოს თავისუფალი და მოაზროვნე პიროვნებები, რომელთაც ჩამოყალიბებული ექნებათ სამოქალაქო ცნობიერება, კულტურულ ფასეულობათა სისტემა, გაცნობიერებული ექნებათ საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე.
სწავლა-სწავლების პროცესი
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამებთან ერთად, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სწავლების გახანგრძლივებულ ფორმატს, მათემატიკის, ინგლისურის, ციფრული და კომპიუტერული წიგნიერების მიმართულებით.
ინგლისური ენის სწავლება
ინგლისური ენის სწავლება ხორციელდება მსოფლიოში არსებული ენის შესწავლის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. სწავლებისას ყურადღება ექცევა საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითდაჯერებულობას ინგლისურად მეტყველებისას და სხვა მთავარი უნარების განვითარებას როგორიცაა, მოსმენა, კითხვა და წერა.
მე-3 კლასიდან არსებულ კურიკულუმს ემატება მეცნიერება ინგლისურ ენაზე – Science. უფროსკლასელები სასკოლო გარემოში მოემზადებიან და ჩააბარებენ საერთაშორისო გამოცდებს: IELTS, TOEFL, SAT.
სამომავლოდ სკოლა გეგმავს სასწავლო პროცესში საერთაშორისო პროგრამების ინტეგრირებას, რაც ჩვენ მოსწავლეებს გაუმარტივებთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას.
ტექნოლოგიების სწავლება
სკოლის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა რობოტოქსის, პროგრამირების, 3D დიზაინის კლუბებში გაწევრიანდნენ. სკოლა აქტიურად გამოიყენებს ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესის ადმინისტრირების პროცესშიც.
35-წლიანი წარმატების ისტორიის მქონე საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი “მზიური” კოორდინაციას უწევს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში კლუბების ფორმატში ჩვენი მოსწავლეებისთვის პროგრამირების ისეთი მიმართულებების სწავლებას, როგორიცაა python; C++ და ალგორითმები; ვებპროგრამირება; კომპიუტერული თამაშების პროგრამირება; C#; JAVA და სხვა.
კლუბები
გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გახანგრძლივებული პროგრამებისა, სკოლის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, ინტერესების შესაბამისად, აირჩიონ კლუბების ფორმატში ექსტრაკურიკულარულ-შემეცნებით და სპორტულ გამაჯანსაღებელი აქტივობები.
იხილეთ თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის კლუბების ჩამონათვალი.
გარემო
სკოლა განთავსებულია აეროპორტის გზატკეცილზე ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 4 500 კვ.მ. მიწის ფართობზე და მასზე განლაგებული საგანმანათლებლო შენობა-ნაგებობები, რომელიც მოიცავს თანამედროვედ აღჭურვილ საკლასო სივრცეებს, ლაბორატორიებს, სამკითხველო დარბაზს, კომპიუტერულ რესურსცენტრს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, საინფორმაციო ცენტრსა და საერთო საცხოვრებელს.
იხილეთ გალერეა.
უსაფრთხოება
სკოლის მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით დაცვის სამსახური მუშაობს 24-საათის განმავლობაში; კამპუსი აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით; სკოლის ტერიტორიაზე დაშვება ხდება მაღალტექნოლოგიური ტურნიკეტებისა და პლასტიკური ბარათების მეშვეობით; შენობა აღჭურვილია სახანძრო-უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. სკოლაში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი.
შენი წარმატება იწყება აქ.
ხშირად დასმული კითხვები
-
რატომ არის თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა საუკეთესო არჩევანი?
აერთიანებს პროფესიონალ მასწავლებელთა გუნდს;
ქმნის სივრცეს მოსწავლეთა ინდივიდუალური მისწრაფებებისა და ნიჭის მაქსიმალური გამოვლენისა და განვითარებისათვის;
ფლობს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ინფრასტრუქტურას და ადგილმდებარეობას რეკრეაციულ ზონაში;
კლუბების სახით სკოლის მოსწავლეებს კამპუსის ტერიტორიიდან გაუსვლელად სთავაზობს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პოპულარული და წარმატებული არაფორმალური განათლების ცენტრების საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებს. -
როდის გაიხსნა თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა?
თბილისის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ ფუნქციონირება 2023 წლის სექტემბერში დაიწყო.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კამპუსი, რომელიც მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ აუდიტორიებს, ლაბორატორიებს, სამკითხველო დარბაზს, კაფეტერიას, სპორტულ დარბაზსა და საერთო საცხოვრებელს. -
რა ღირს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლა?
2024-2025 სასწავლო წელს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლის წლიური საფასური შეადგენს 8000 ლარს.
საფასური ფარავს:
▶ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო კურსებს;
▶ ექსტრაკურიკულარულ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებს კლუბების ფორმატში, რომელთა რაოდენობაც 20-მდეა და ფარავს მოსწავლეთა მრავალფეროვან ინტერესებს და გრძელდება 16:30 საათამდე;
▶ კვებას:
I-III კლასებში – 2-ჯერადი კვება;
IV კლასიდან – ერთჯერადი კვება.
▶ სასკოლო ფორმას.
სკოლასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში დაფარავთ სწავლის წლიური საფასურიდან 1,500 ლარს. წლიური საფასურის დარჩენილ ნაწილის დაფარვას კი შეძლებთ 2 ნაწილად:
50% – 1-ელ სექტემბრამდე
50% – 1-ელ იანვრამდე. -
სად მდებარეობს თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა?
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა მიმდინარეობს აეროპორტის გზატკეცილზე, რეკრეაციულ ზონაში. მისი ზუსტი ადგილმდებარეობის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/maps/BFZ95eiutdoHrbrg8
-
რამდენი მოსწავლე ისწავლის ერთ კლასში?
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლაში ვამკვიდრებთ სწავლების ინდივიდუალურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც საჭიროებს მცირე საკლასო ჯგუფებს. კლასში ისწავლის არაუმეტეს 18 მოსწავლე.
-
მოქმედებს თუ არა რაიმე ტიპის ფასდაკლების სისტემა?
დიახ. ფასდაკლების სისტემა ვრცელდება დედმამიშვილებზე და მოცულობა შეადგენს 10%-ს. ასევე, სწავლის საფასურის 30 ივნისამდე ერთიანად გადახდის შემთხვევაში, ისარგებლებთ 5%-იანი ფასდაკლებით.
-
იქნება თუ არა უზრუნველყოფილი მოსწავლეთა ტრანსპორტირება?
დიახ. სკოლა ითანამშრომლებს სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელიც დაგიკავშირდებათ სწავლის დაწყებამდე 2 კვირით ადრე და სურვილის შემთხვევაში, შეძლებთ მასთან ხელშეკრულების გაფორმებას აღნიშნულ მომსახურებაზე.
-
როგორია სკოლაში მოსწავლის მიღების პროცედურები?
ბავშვის მიღებისთვის საჭიროა მშობელმა (პასუხისმგებელმა პირმა) გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია, რის შემდეგაც სკოლა დაგიკავშირდებათ და ჩაგინიშნავთ თქვენი დროის გათვალისწინებით, შეხვედრას. მას შემდეგ რაც სკოლის წარმომადგენლისგან მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას სწავლის პირობებისა და სხვა თქვენთვის საინტერესო საკითხების შესახებ, სურვილის შემთხვევაში, გაფორმდება ხელშეკრულება სკოლასთან.