თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში მესამე კლასიდან ინგლისურ ენაზე ისწავლება საგანი მეცნიერება (Science), რაც ბავშვებს საბუნებისმეტყველო საგნებში ინგლისურად აზროვნების უნარს უვითარებს და ტერმინოლოგიის ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში ეხმარება. ისინი ინგლისურ ენაზე იწყებენ მსჯელობას ბუნებრივ თუ ხელოვნურ მოვლენებზე, ცხოველთა სამყაროზე, ბიომრავალფეროვნებასა და ეკოლოგიაზე.
მე-4 კლასში ერთ-ერთი გაკვეთილი ჰაბიტატების თემას დაეთმო. მოსწავლეებმა ინგლისურად საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს, რომლის ვიდეოსაც გთავაზობთ.