- მიღება
- მიღება 1 კლასში
მიღება პირველ კლასში
პირველკლასელთა მიღების პროცესი იწყება გაზაფხულიდან.
ჩარიცხვის წინაპირობაა, რომ კანდიდატი სასწავლო წლის 1 დეკემბრამდე იყოს 6 წლის.
სკოლაში ჩარიცხვამდე ან/და ჩარიცხვის შემდეგ, სასწავლო პროცესში ჩართვამდე, მიზანშეწონილია, მოსწავლემ გაიაროს გასაუბრება სკოლის ფსიქოლოგთან, რაც ემსახურება მისი ინტერესების და შესაძლებლობების შესწავლას, სასკოლო მზაობის შეფასებას და ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვას.
სკოლის ფსიქოლოგი ძირითად მიგნებებს უზიარებს მოსწავლის მშობელს და დამრიგებელს, ასევე, საგნის მასწავლებლებს და კლუბის კოორდინატორს (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), თუ მიაჩნია, რომ მოსწავლე საჭიროებს განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ მიდგომებს.
მოსწავლეები, მათი მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) გაეცნობიან სკოლაში არსებულ წესებს და სურვილის შემთხვევაში გააფორმებენ ხელშეკრულებას.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია
საინფორმაციო შეხვედრაზე რეგისტრაცია
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა გიწვევთ ინდივიდუალური ფორმატის საინფორმაციო შეხვედრებზე.
შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, მიუთითეთ თქვენთვის მოსახერხებელი შეხვედრის დრო და გვესტუმრეთ.
საინფორმაციო შეხვედრაზე შეძლებთ
- დაათვალიეროთ სკოლის კამპუსი.
- მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სკოლის საგანმანათლებლო, კლასგარეშე პროგრამებისა და კლუბების შესახებ.
- გასაუბრებას ადმანისტრაციასა და კათედრის ხელმძღვანელებთან.
- მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სასკოლო პროცესის შესახებ.