რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

სკოლაში გადმოსვლა / მობილობა

სკოლაში მობილობით გადმოვლის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეს და მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) შესაძლებლობა აქვთ, წინასწარ ჩანიშნონ შეხვედრა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, გაეცნონ სკოლის პროგრამას, სკოლაში არსებულ წესებს, სასკოლო ინფრასტრუქტურას და სურვილის შემთხვევაში, განცხადებით მიმართონ სკოლის დირექტორს. სკოლის დასათვალიერებლად და ადგილზე პირობების გასაცნობად გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 511404440.

განცხადების საფუძველზე სკოლა იწყებს მოსწავლის მობილობით გადმოყვანის პროცედურას და გასცემს მოთხოვნას გადმომსვლელი სკოლიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძველზე.

მობილობის დროს, მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა განხორციელდება მას შემდეგ, რაც სკოლა მიიღებს გადმომსვლელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ ბრძანების ამონაწერს ელექტრონულად და განახორციელებს მასწავლებელთა და მოსწავლეთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მეშვეობით მოსწავლის გადმოყვანას სკოლაში.

საინფორმაციო შეხვედრაზე შეძლებთ

  • დაათვალიეროთ სკოლის კამპუსი.
  • მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სკოლის საგანმანათლებლო, კლასგარეშე პროგრამებისა და კლუბების შესახებ.
  • მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სასკოლო პროცესის შესახებ.
შეხვედრის ჩანიშვნა