ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან
6 აგვისტოს თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ონლაინ ფორმატში ჩაატარეს მორიგი საინფორმაციო შეხვედრა / ღია კარის დღე სკოლაში სწავლით დაინტერესებულთათვის.
ღია კარის დღეზე ვისაუბრეთ სკოლის მიზნებსა და ღირებულებებზე, სწავლების მეთოდებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და ექსტრაკურიკულარულ / კლასგარეშე აქტივობებზე – გარემოზე, რომელსაც ვქმნით იმისთვის, რომ ჩვენი აღსაზრდელებისთვის სკოლაში მოსვლა სიხარულთან და საკუთარი თავის, ინტერესების აღმოჩენასთან იყოს ასოცირებული.
ონლაინ პრეზენტაციაზე სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და დამსწრეთა კითხვებს პასუხები გასცეს:
-
სკოლის დირექტორმა, ირაკლი მანელიძემ ;
-
სკოლის დირექტორის მოადგილემ, მაია კუბეტოვამ;
-
დაწყებითი კათედრის ხელმძღვანელმა, მზია დოლიძემ;
-
კლუბებისა და კლასგარეშე აქტივობების მენეჯერმა, თემურ ხუდავერდოვმა;
ღია კარის დღეზე ასევე ვისაუბრეთ მნიშვნელოვან კოლაბორაციაზე, რომელიც თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლასა და ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას შორის შედგა.
ოქტომბრიდან თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის კამპუსში ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ახალი ფილიალი გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებისთვის, საკლუბო აქტივობების ფორმატში, აკადემიაში სწავლა დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული არ იქნება.
ზაზა ფაჩულიას კალათბურთი აკადემიის ახალ ფილიალთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდე აკადემიის წარმომადგენლებმა – აკადემიის სპორტულმა დირექტორმა, ნიკა ნიბლაძემ და მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერმა, სალომე ასლანიკაშვილმა.
საინფორმაციო შეხვედრის სრული ჩანაწერი