პირველკლასელთა წინასწარი რეგისტრაცია 2025-2026 სასწავლო წლისთვის
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლაში პირველკლასელთა წინასწარი რეგისტრაცია 2025-2026 სასწავლო წლისთვის დაიწყო. მოსწავლის დასარეგისტრირებლად გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული განაცხადი შემდეგ ბმულზე.
რეკრეაციულ ზონაში მდებარე კამპუსი მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ აუდიტორიებს, კომპიუტერულ რესურსცენტრს, ბიბლიოთეკას, კაფეტერიას, მულტიფუნქციურ ახლადაშენებულ სპორტულ დარბაზს, STEM დარგის ლაბორატორიებს, 200-კაციან საკონფერენციო სივრცესა და 50 ბავშვზე გათვლილ საერთო საცხოვრებელს.
2025-2026 სასწავლო წელს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლის წლიური საფასური შეადგენს 9500 ლარს.
საფასური ფარავს:
- ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო კურსებს
- ექსტრაკურიკულარულ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებს კლუბების ფორმატში.
- კვებას:
I-III კლასებში – 2-ჯერადი კვება;
IV კლასიდან – ერთჯერადი კვება.
- სასკოლო ფორმას.
სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.