- სწავლა
- პროგრამები
- საშუალო საფეხური (X-XII კლასები კლასები)
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა
საშუალო საფეხურის მისია:
საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;
მოაზროვნე, მაძიებელი, ახლისშემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.
საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანები:
შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;
დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);
მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.
სკოლაში ყველა კლასს ჰყავს კლასის მოსწავლეთა მრჩეველი, რომელიც საბაზო და საშუალო საფეხურებზე ატარებს პროფესიული ორიენტაცისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილებს.