- სწავლა
- კლუბები და წრეები
- სასაუბრო ინგლისური
სასაუბრო ინგლისური
ინგლისური ენის კლუბი მოიცავს მთელ რიგ სახალისო და ინტერაქციულ აქტივობებს, რაც ეხმარება მოსწავლეებს უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. ძირითადი მიზანი არის საუბრის, მოსმენის, კითხვისა და წერის უნარების გაუმჯობესება, თუმცა ძირითადად ფოკუსი კეთდება სასაუბრო ინგლისურის პრაქტიკაზე. კლუბის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე დისკუსიებსა და დებატებში, რაც ზრდის მათ თავდაჯერებულობას ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ისაუბრონ ინგლისურად. იმისათვის, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში გამოიყენება ისეთი თამაშები, როგორიცაა Charades და Taboo, რაც არა მხოლოდ ზრდის ლექსიკურ მარაგს, არამედ სხარტ აზროვნებას და კრეატიულობასაც უწყობვს. ინგლისური ენის კლუბის ყველა აქტივობა გათვლილია იმაზე, რომ გართობის პარალელურად მოსწავლემ გადალახოს ენობრივი ბარიერი, გაიმდიდროს ლექსიკა და გაიუმჯობესოს მეტყველება.