რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

გაეროს მოდელირების კონფერენცია GAST-ში

GAST-ელების ტრიუმფი გაეროს მოდელირების კონფერენციაზე!

მეცხრე კლასელებმა გაეროს სიმულაციურ კომიტეტებში რეზოლუციებზე 2-დღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვეს:

  1. ანასტასია ალავიძე – ვენაში დიპლომატიური ვიზიტის 100%-იანი დაფინანსება
  2. აკაკი ექვთიმიშვილი – სტრასბურგში დიპლომატიური ვიზიტის 100%-იანი დაფინანსება
  3. ნიკოლოზ მაქარაშვილი – ტოკიოსა და სტრასბურგში ვიზიტის 50%-იანი თანადაფინანსება
  4. ნიკოლოზ ვარამიშვილი – ვაშინგტონში დიპლომატიური ვიზიტის 50%-იანი თანადაფინანსება
  5. რეზო შაფთოშვილი – სტრასბურგში დიპლომატიური ვიზიტის 50%-იანი თანადაფინანსება
  6. ნატალი სეთურიძე – სტრასბურგში დიპლომატიური ვიზიტის 50%-იანი თანადაფინანსება
  7. ნუცა ლაგაზიძე – სტრასბურგში დიპლომატიური ვიზიტის 50%-იანი თანადაფინანსება
  8. ანი დოლიძე – სტრასბურგში დიპლომატიური ვიზიტის 50%-იანი თანადაფინანსება

 

7-8 თებერვალს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ,,საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების” ორგანიზებით  გაეროს მოდელირების კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებაში ქვეყნის მასშტაბით 70-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათ შორის ჩვენი სკოლის რვა მოსწავლე მეცხრე კლასიდან.

გაეროს მოდელირება მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ პლატფორმას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება გაეროს გენერალური ასამბლეის სიმულაციურ კომიტეტებში საერთაშორისო საკითხებზე მსჯელობისა და დებატებისა.

გვეამაყება ჩვენი მოსწავლეების გამარჯვება და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!