რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

მიღება პირველ კლასში

პირველკლასელთა მიღების პროცესი იწყება გაზაფხულიდან.

ჩარიცხვის წინაპირობაა, რომ კანდიდატი 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა იყოს 6 წლის.

სკოლაში ჩარიცხვამდე ან/და ჩარიცხვის შემდეგ, სასწავლო პროცესში ჩართვამდე, მიზანშეწონილია, მოსწავლემ გაიაროს გასაუბრება სკოლის ფსიქოლოგთან, რაც ემსახურება მისი ინტერესების და შესაძლებლობების შესწავლას, სასკოლო მზაობის შეფასებას და ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვას.

სკოლის ფსიქოლოგი ძირითად მიგნებებს უზიარებს მოსწავლის მშობელს და დამრიგებელს, ასევე, საგნის მასწავლებლებს და კლუბის კოორდინატორს (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), თუ მიაჩნია, რომ მოსწავლე საჭიროებს განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ მიდგომებს.

მოსწავლეები, მათი მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) გაეცნობიან სკოლაში არსებულ წესებს და სურვილის შემთხვევაში გააფორმებენ ხელშეკრულებას.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია

ფოტოსურათი 3X4
ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის
ასლი
ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო
ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში))
მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო
ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში(ასეთის არსებობის შემთხვევაში))
კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი
დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)

პირველკლასელთა წინასწარი რეგისტრაცია

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლაში პირველკლასელთა წინასწარი რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის ამჟამად მიმდინარეობს. მოსწავლის დასარეგისტრირებლად გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული განაცხადი შემდეგ ბმულზე.

საინფორმაციო შეხვედრაზე შეძლებთ

  • დაათვალიეროთ სკოლის კამპუსი.
  • მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სკოლის საგანმანათლებლო, კლასგარეშე პროგრამებისა და კლუბების შესახებ.
  • გასაუბრებას ადმანისტრაციასა და კათედრის ხელმძღვანელებთან.
  • მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სასკოლო პროცესის შესახებ.
შეხვედრის ჩანიშვნა