საახალწლო ზეიმი
კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე GAST-ში! 26 დეკემბერს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში საქველმოქმედო საშობაო ბაზრობას ვუმასპინძლეთ, რომელიც მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის გუნდს კეთილი საქმის ირგვლივ გვაერთიანებს. ტრადიციულად ყოველ წელს დეკემბრის ბოლოს სკოლის ეზოში ეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც ხელნაკეთი ნივთები და ტკბილეული იყიდება. ღონისძიებიდან შემოსული ქველმოქედებას ხმარდება. წელს შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.
მადლობას ვუხდით ჩვენი მოსწავლეების მშობლებს ღონისძიებაში ჩართულობისთვის და ქველმოქმედებისთვის. GAST-ში გვჯერა, რომ შობა-ახალ წელს ჯადოსნურად სწორედ ერთმანეთისთვის სიკეთისა და სიყვარულის გაზიარება აქცევს.
საშობაო ბაზრობის პარალელურად გაიმართა საახალწლო კონცერტი. ზამთრის არდადეგების დაწყებამდე GAST-ელების საცეკვაო ნომრებმა და სიმღერებმა საახალწლო განწყობა შექმნა.