რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

საზაფხულო ბანაკი პრაღაში

წელს პირველად თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის VI, VII და VIII კლასის მოსწავლეები 1 ივლისს საგანმანათლებლო ორგანიზაცია One World Study Abroad-ის ორგანიზებით ორი კვირით პრაღის ენის ინსტიტუტის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა ინტერაქტიულ და შემეცნებით ინგლისურის გაკვეთილებს, ჯგუფურ პროექტებსა და პრეზენტაციებს, ასევე ვიზიტს ჩეხეთის ეკონომიკის ინსტიტუტში, სადაც ჩეხეთის უნივერსიტეტებსა და გაცვლით პროგრამებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

საზაფხულო ბანაკის კულტურულ-შემეცნებითი ნაწილი კი გულისხმობდა გასართობ და სპორტულ აქტივობებს, ექსკურსიებს, მუზეუმებისა და სხვადასხვა ღირშესანიშნაობების დათვალიერებას. ვიზიტის ფარგლებში საზაფხულო ბანაკის მონაწილეებმა გერმანიის ქალაქი დრეზდენი და ავსტრიის დედაქალაქი ვენა მოინახულეს.

საზაფხულო ბანაკი საზღვარგარეთ არის უნიკალური შესაძლებლობა არა მხოლოდ ცოდნის გასაღრმავებლად, არამედ საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს განსხვავებული კულტურების გაცნობას, ახალი მეგობრების შეძენას, საკუთარ თავში ახალი უნარებისა და ინტერესების აღმოჩენას, რაც პიროვნული განვითარებისთვის და წარმატებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.