რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

საზაფხულო სკოლა 2025

თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში აშშ-ის საგანმანათლებლო ორგანიზაცია  Global Partners for Education-თან თანამშრომლობით პირველი ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა ჩატარდა.  23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით საზაფხულო სკოლაში 7-დან 12-წლამდე ასაკის ორმოცდაათამდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის სრული უმრავლესობა ჩვენი სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

საზაფხულო სკოლას სამი მოწვეული უცხოელი პედაგოგი უძღვებოდა, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენაა. ისინი სწავლების სახალისო, ინტერაქტიული და განმავითარებელი მეთოდების გამოყენებით სხვადასხვა თემაზე გაკვეთილებს ატარებდნენ. სასწავლო პროცესში მოსწავლეები თავად ქმნიდნენ თვალსაჩინოებებს და გუნდურ პროექტებზე მუშაობდნენ, რაც ინგლისურ ენაში საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ინგლისურის გაკვეთილებს შორის განსატვირთად მოსწავლეებს სპორტის, ლეგოსა და ხელოვნების გაკვეთილები უტარდებოდათ.  საზაფხულო სკოლის დასრულება 4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ვითარებაში აღვნიშნეთ.