- სკოლა
- სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები
სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები
მისია
მოსწავლეებისთვის სწავლისადმი, როგორც მთელი სიცოცხლის განმავლობაში განგრძობადი პროცესისადმი, ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება და 21-ე საუკუნეში წარმატებისა და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობისთვის საჭირო უნარებით აღჭურვა.
ხედვა
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა 2030 წელს იქნება საქართველოსა და რეგიონში წამყვანი და სწრაფად მზარდი სკოლა, რომელშიც საგანმანათლებლო პროცესი ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო უსაფრთხო ფიზიკური და სოციალურ-ემოციური გარემო უზრუნველყოფს მოსწავლის პოტენციალის გამოვლენა-განვითარებას.
ღირებულებები
ავტონომიურობა – სკოლა არის ავტონომიური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კანონის ფარგლებში დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სწავლა-სწავლებისა, თუ სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული სხვა აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;
პატივისცემა – სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი საკუთარი მოვალეობებს განახორციელებს და საქმიანობას წარმართავს პატივისცემის პრინციპზე დაფუძნებით;
კეთილსინდისიერება – სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი საკუთარი მოვალეობებს განახორციელებს და საქმიანობას წარმართავს კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებით;
პასუხისმგებლიანობა – სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ქმნის სკოლის საერთო პასუხისმგებლობას – შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის საქმეში;
თანაბარი შესაძლებლობები – სწავლა-სწავლებისა და სასკოლო ცხოვრების სხვა შემადგენელი კომპონენტებს განხორციელების პროცესში სკოლის თითოეული წევრისთვის უზრუნველყოფილია სწავლების, მუშაობისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები;
განვითარებაზე ორიენტირებულობა – სკოლა პროაქტიულად აფასებს საკუთარ საქმიანობას, ახდენს გამოწვევების იდენტიფიცირებას, ქმნის განვითარების შესაძლებლობებს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის.
გუნდურობა – განვითარების სწრაფი ტემპისა და ამ გზით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის უზრუნველსაყოფად სკოლა ამკვიდრებს და წაახალისებს სასკოლო საზოგადოებაში გუნდურობის პრინციპს;
ზრუნვა – საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის უზრუნველსაყოფად სკოლა ქმნის მზრუნველ/ემფათიურ გარემოს.