სრულადდაფინანსებული სემინარი მასწავლებლებისთვის
5 დეკემბერს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების სემინარი ჩატარდა თემაზე: Interactive Teaching Methods & Project-based Learning. სემინარს უძღვებოდა ჩვენი სკოლის პარტნიორი ამერიკული ორგანიზაციის Global Partners for Education აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი ლანეტ დელინგერი, რომელიც 30 წელზე მეტია უზრუნველყოფს მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადამზადებას ინგლისურ ენასა და სწავლების თანამედროვე მეთოდებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
21-ე საუკუნის სწრაფად ცვალებად გარემოში ტრადიციული საგაკვეთილო პროცესი საკმარისი აღარ არის. თანამედროვე განათლების მთავარი გამოწვევა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაა. სემინარი ფოკუსირებული იყო სწორედ იმ მეთოდებზე, რაც მოსწავლეებს ეხმარებათ, თეორიული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ და სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები გახდნენ.
აღნიშნულ სემინარზე დასწრება ღია იყო სხვა სკოლის მასწავლებლებისთვისაც. მონაწილეობის საფასური ყველა მონაწილეს თბილისის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ დაუფინანსა.


