რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

დიმიტრი ოხანშვილი

ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელი

ჭადრაკის კლუბი

ჭადრაკის თამაში ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა :

  • სტრატეგიული აზროვნება: ჭადრაკში გამარჯვება მოითხოვს გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და მათი განხორციელების, ახალი იდეების და კონცეფციების მოძიების და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების , ჭადრაკის დაფაზე განსახორციელებელი გეგმის შედეგების დანახვის უნარს, შესაბამისად ხელი ეწყობა მოსწავლეებში სტრატეგიული აზროვნების განვითარებას;
  • ანალიტიკური უნარები: თამაშის დროს მოსწავლეს უწევს სიტუაციის ანალიზის გაკეთება, რაც ეხმარება პრობლემების გადაჭრაში და გადაწყვეტილებების მიღებაში, ხოლო  მოულოდნელი სიტუაციების დროს სწრაფად და გააზრებულად მოქმედებაში;
  • გონების სიმტკიცე: ჭადრაკი ასწავლის მოთმინებას და პრობლემაზე კონცენტრაციას , რაც სასარგებლოა როგორც თამაშში, ისე რეალურ ცხოვრებაში;
  • სწრაფი რეაგირების/ რეაქციის უნარი: მოსწავლეს უწევს სწრაფად და ეფექტურად უპასუხოს მეტოქის მოქმედებებს;
  • კომუნიკაციის უნარები: გუნდურ ჭადრაკში თამაშის დროს მოსწავლეს უწევს მოსაზრებებისა და შემუშავებული სტრატეგიის გუნდისთვის გაზიარება; ჭადრაკის თამაშის დროს მნიშვნელოვანია სხვა მოთამაშეების ხედვებისა და სტრატეგიის გაგება;
  • დასახული მიზნების რეალიზება. ჭადრაკის მოსწავლეებს ასწავლის მიზნების წინასწარ გაწერას/ჩამოყალიბებას და მათი რელიზების მნიშვნელობას.