რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

შორენა ამირანაშვილი

ხელოვნების კლუბის ხელმძღვანელი

ხელოვნების კლუბი

ხელოვნების კლუბში მოსწავლეებს უვითარდებათ ისეთი უნარები, როგორიცაა:

  • ინოვაციური უნარები – მოსწავლეები მუშაობენ ახალ იდეებსა და კონცეფციებზე;
  • ვიზუალური აღქმა – მუშაობა სხვადასხვა ფორმებზე, ფერებში და ტექსტურაზე აღქმის განვითარებას უწყობს ხელს;
  • შემოქმედებითი აზროვნება – მოსწავლეებში ახალი, მათეული იდეების და კონცეფციების წარმოქმნის ხელშეწყობა, მათ შემოქმედებას ხდის უნიკალურს;
  • კომუნიკაციის უნარები – ხელოვნება ხშირად ემსახურება მესიჯების გადაცემას, (სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშის აღქმა), რაც ეხმარება მოსწავლეებს კომუნიკაციის უნარების განვითარებაში;
  • თვითგამოხატვა – მოსწავლეები საკუთარი აზრებს, გრძნობებს და იდეებს გამოთქვამენ ხელოვნების მეშვეობით;
  • ექსპრესიული უნარები – მოსწავლეები ემოციური დატვირთვის ვიზუალიზაციით გამოხატავენ საკუთარი გრძნობებს;
  • სამუშაო პროცესის მართვა – მოსწავლეები სწავლობენ დროის მენეჯმენტს/პროდუქტის შექმნის პროცესის მართვას;
  • კულტურული ცნობიერება – კლუბში მუშაობისას მოსწავლეებს მოუწევთ სხვადასხვა კულტურის და ტრადიციების გაგება;
  • სტრესის მართვა – მუშაობის პროცესში მოსწავლეებს მოუწევთ გამოწვევების გადალახვა რაც პოზიტიურად აისახება მათ თვითდაჯერებულობაზე.