რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

ჰელოუინის ჯადოსნური დღე GAST-ში

ოქტომბრის ბოლო დღეს ტრადიციულად ჩვენი სკოლა ჯადოსნურ ადგილად გადაიქცა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთი დღით საყვარელი პერსონაჟებისა და გმირების კოსტიუმები მოირგეს და  მხიარულ თავგადასავალში ერთად აღმოჩნდნენ.

ჰელოუინის დღესასწაული GAST-ელებისთვის ფანტაზიისა და შემოქმედითობის ინსპირაციად იქცა. V-IX კლასელებმა გაგვაოცეს სადღესასწაულო კოსტიუმების მრავალფეროვნებითა და კრეატიულობით.

ჟიურის ნამდვილად რთული მისია დაეკისრა. იმის მიუხედავად, რომ ყველა კოსტიუმი უნიკალური და სახასიათო იყო, კონკურსის წესის თანახმად მათ მოუწიათ გამარჯვებულების გამოვლენა შემდეგ კატეგორიებში:

🎃 ყველაზე საშიში კოსტიუმი – მარიამ გეჯაძე და დეა დოლიძე

🎃 ყველაზე კრეატიული კოსტიუმი – ანასტასია ფოჩხიძე

🎃 საუკეთესო გრიმი – ნინი მაღრაძე

🎃 საუკეთესო ჯგუფური კოსტიუმი – ,,ჯვაროსნები“: აკაკი ექვთიმიშვილი, ნიკოლოზ მაქარაშვილი, ლუკა ლეკბორაშვილი

🎃 საუკეთესოდ მორთული საკლასო ოთახი – 6 კლასი, დამრიგებელი ნათია ნიკოლიშვილი

ღონისძიება ტანვარჯიშის კლუბის მწვრთნელის, ანა ხოლოდნოვას ხელმძღვანელობით დადგმულმა აკრობატიკულმა ნომერმა გახსნა. მე-5 და მე-6 კლასელმა გოგონებმა კი მათივე ქორეოგრაფიით ორი ცეკვა შემოგვთავაზეს. მადლობა ყველას ამ ჯადოსნური საღამოსთვის!