GAST-ის გზამკვლევი
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის გზამკვლევის მიზანია ჩვენი სკოლით დაინტერესებულ მშობლებსა და მოსწავლეებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სკოლის შესახებ. ვეცადეთ ერთ დოკუმენტში მოგვეყარა თავი ძირითადი საკითხებისთვის, როგორიცაა სასწავლო პროგრამები და გარემო, მოსწავლის დღის განრიგი, სასკოლო ცხოვრება, კლუბები და წრეები, სწავლის საფასური და გადახდის გრაფიკი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მზად ვართ გიპასუხოთ სკოლის ტელეფონის ნომერზე, ან პირად შეტყობინებებზე სოციალურ ქსელში ან გაგესაუბროთ პირადად სკოლაში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში.