
- სწავლა
- კლუბები და წრეები
- ლეგო-რობოტიკა
ლეგო
ლეგოს კლუბში მუშაობისას მოსწავლეებს უვითარდებათ ისეთი უნარები, როგორიცაა:
- პრობლემის გადაჭრა: რთული კონსტრუქციების შექმნის პროცესში მოსწავლეები სწავლობენ პრობლემების გადაჭრას, სწავლობენ, როგორ უნდა გაანალიზონ და გაიგონ, როგორ უნდა გადაჭრან კონკრეტული ამოცანები. მაგალითად, თუ როგორ უნდა შეიქმნას კონკრეტული ფორმა ან სქემა. იწყებენ სტრატეგიულად აზროვნებას;
- შემოქმედებითი აზროვნება: ლეგოს გამოყენებისას ბავშვები ხშირად გვთავაზობენ უცნაურ და გამორჩეულ იდეებს, რაც ხელს უწყობს ფანტაზიის გაფართოებას. მოსწავლეები ლეგოს კუბიკების გამოყენებით ქმნიან ახალ იდეებსა და კონცეფციებს, რაც სტიმულს აძლევს ინოვაციურობას;
- მოქნილობა და ფანტაზია: კონსტრუქციის შექმნის დროს მოსწავლეები სწავლობენ, როგორ მოახდინონ თავიანთი იდეების გამოხატვა. მუშაობის პროცესში მოსწავლეები შეიძლება ცვლილებები განახორციელონ და ადაპტირდნენ ახალ იდეებზე, რაც ხელს უწყობს მოქნილობას;
- რეფლექსია: მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უწევთ გააუმჯობესონ თავიანთი იდეები, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას;
- მოტორული უნარები: ხელით მუშაობის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ მინიატურული დეტალებზე მუშაობის უნარები და ეჩვევიან სიზუსტეს;
- გუნდური მუშაობა: ჯგუფურ პროექტებში მონაწილეობის დროს სწავლობენ თანამშრომლობას და იდეების გაზიარებას;
- დეტალებზე ყურადღება: მოსწავლეეს უწევთ აღმოაჩინონ თითოეული დეტალი და დაინახონ მათი მნიშვნელობა მთლიანობაში;
- დიზაინის უნარები: კლუბში მუშაობისას მოსწავლეები ქმნიან მშვენიერ და ფუნქციურ ნამუშევრებს, უწევთ სხვადასხვა ფორმების შექმნა, რაც დიზაინის საფუძვლების გაგებაში ეხმარება მათ;
- გეგმის შედგენა: მოსწავლეები სწავლობენ, როგორ უნდა დაგეგმონ კონკრეტული ნაბიჯები წარმატებული პროექტის შესრულებისთვის. მუშაობის დროს მათ უნდა აკონტროლონ დრო რამდენ ხანს ხარჯავენ თითოეულ ეტაპზე, რაც დროის მენეჯმენტის უნარს უმუშავებთ.
რობოტიკა
რობოტიკის წრე ემსახურება მოსწავლეების ტექნოლოგიური, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. კონკრეტულად:
- ტექნიკური ცოდნის გაღრმავებას;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას (მონაცემების გაანალიზება და დასკვნების გამოტანა, პრობლემების გადაჭრა);
- კრიტიკულ აზროვნებას (არსებული გადაწყვეტილებების შეფასებას);
- პროგრამირების საფუძვლებს (კოდის წერა Scratch, Python, Arduino);
- წაახალისებს შემოქმედებით და ინოვაციურ აზროვნებას;
- ავითარებს გუნდური მუშაობის და საკომუნიკაციო უნარებს;
- ხელს უწყობს მომავლის ტექნოლოგიების გაცნობას;