რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

GAST-ის ტალანტების შოუ

სასწავლო წლის ბოლოს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში 20-მდე ღონისძიება ჩატარდა. 2 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით სკოლის სააქტო დარბაზში ნამდვილი ნიჭის ზეიმი მოეწყო.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით პატარა GAST-ელებმა სხვადასხვა თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენები დადგეს,  რომლის მიზანი საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეების  განტვირთვა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება იყო.

მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს ბავშვების თავდაჯერებულობის ამაღლებას და გუნდურ მუშაობას.  რაც მთავარია, ასეთი წარმოდგენები სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობისთვისაც მნიშვნელოვანია. ბავშვებმა და მშობლებმა ზღვა დადებითი ემოციები გაცვალეს.

საზეიმო განწყობის კულმინაცია იყო 13 ივნისს ჩატარებული GAST Talent Show, რომელშიც მთელი სკოლის მასშტაბით შერჩეული მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მრავალფეროვანი პროგრამა 16 ნომერს მოიცავდა – სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური და საცეკვაო ნომრები როგორც ეროვნულ ასევე უცხოურ მოტივებზე შესრულებული.