რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

ახალი სასწავლო წელი GAST-ში

თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ახალი სასწავლო წელი ახალი შემართებითა და ენერგიით დავიწყეთ. 13 სექტემბერს გაიმართა პირველკლასელთა საზეიმო მიღება. პატარა GAST-ელებმა გასართობის ღონისძიების შემდეგ ეზოდან საკლასო ოთახებში გადაინაცვლეს, სადაც საჩუქრები დახვდათ და პირველი გაცნობითი გაკვეთილი ჩაუტარდათ.

15 სექტემბერს კი GAST-ში სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლისთვის ოფიციალურად დაიწყო. სკოლის ადმინისტრაციამ GAST-ელებს საზეიმო დახვედრა მოუწყო.

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს მის მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და საინტერესო აღმოჩენებითა და თავგადასავლებით სავსე აკადემიურ დღეებს ჰპირდება.

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა 2023 წლის სექტემბერში გაიხსნა. ამჟამად სკოლაში I-IX კლასების ჩათვლით 320-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.