ჰელოუინის ჯადოსნური დღე GAST-ში
ოქტომბრის ბოლო დღეს ტრადიციულად ჩვენი სკოლა ჯადოსნურ ადგილად გადაიქცა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთი დღით საყვარელი პერსონაჟებისა და გმირების კოსტიუმები მოირგეს და მხიარულ თავგადასავალში ერთად აღმოჩნდნენ.
ჰელოუინის დღესასწაული GAST-ელებისთვის ფანტაზიისა და შემოქმედითობის ინსპირაციად იქცა. V-IX კლასელებმა გაგვაოცეს სადღესასწაულო კოსტიუმების მრავალფეროვნებითა და კრეატიულობით.
ჟიურის ნამდვილად რთული მისია დაეკისრა. იმის მიუხედავად, რომ ყველა კოსტიუმი უნიკალური და სახასიათო იყო, კონკურსის წესის თანახმად მათ მოუწიათ გამარჯვებულების გამოვლენა შემდეგ კატეგორიებში:
🎃 ყველაზე საშიში კოსტიუმი – მარიამ გეჯაძე და დეა დოლიძე
🎃 ყველაზე კრეატიული კოსტიუმი – ანასტასია ფოჩხიძე
🎃 საუკეთესო გრიმი – ნინი მაღრაძე
🎃 საუკეთესო ჯგუფური კოსტიუმი – ,,ჯვაროსნები“: აკაკი ექვთიმიშვილი, ნიკოლოზ მაქარაშვილი, ლუკა ლეკბორაშვილი
🎃 საუკეთესოდ მორთული საკლასო ოთახი – 6 კლასი, დამრიგებელი ნათია ნიკოლიშვილი
ღონისძიება ტანვარჯიშის კლუბის მწვრთნელის, ანა ხოლოდნოვას ხელმძღვანელობით დადგმულმა აკრობატიკულმა ნომერმა გახსნა. მე-5 და მე-6 კლასელმა გოგონებმა კი მათივე ქორეოგრაფიით ორი ცეკვა შემოგვთავაზეს. მადლობა ყველას ამ ჯადოსნური საღამოსთვის!