რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

მემორანდუმი საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატებთან

GAST-ში მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი მოსწავლეების განვითარებასა და შესაძლებლობების გაზრდაზე. ამ მიზნით ,,საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატებთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შემდეგ სფეროებში:

  • საგანმანათლებლო ღონისძიებები – ტრენინგების, სემინარების, მოდელირებული დებატებისა და საერთაშორისო ფორუმების ორგანიზება საქართელოში და მის ფარგლებს გარეთ;
  • საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები – მოსწავლეთა ჩართვა საერთაშორისო პროექტებში ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა გაერო, ევროპის საბჭო და სხვა გავლენიანი ინსტიტუციები საზღვარგარეთ;
  • საინფორმაციო და კულტურული პროექტები – ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელება;
  • მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდაჭერა – საგანმანათლებლო რესურსების, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება;
  • საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის ხელშეწყობა – გაეროს, ევროკავშირის და სხვა დიპლომატიური პლატფორმების ახალგაზრდული მოდელები;

თანამშრომლობის ფარგლებში 7-8 თებერვალს გაეროს რიგით მე-17 მოდელირებულ კონფერენციას თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა უმასპინძლებს.  ჩვენი სკოლის მოსწავლეები ექსკლუზიურად 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. წინასწარი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.