GAST რჩევები მშობლებს: სასკოლო ცხოვრებისთვის საჭირო უნარები
სასკოლი ცხოვრებისთვის მზად ყოფნა ნიშნავს, ბავშვი:
ფლობდეს კარგ სოციალურ უნარებს;
გამოცემდეს საკუთარ საჭიროებებს მკაფიოდ და დამოუკიდებლად;
მართავდეს ემოციებს;
ზრუნავდეს საკუთარ თავზე;
ინტერესდებოდეს მის გარშემო არსებული სამყაროთი;
ემოციურად მზად იყოს გაუმკლავდეს მშობლებთან/ ახლობლებთან დროებით განცალკევებას.
თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში, ბუნებრივია, ფსიქოლოგების და მასწავლებლების კვალიფიციური გუნდების ჩართულობით, ამ უნარების განვითარებაზეც ბევრს ვიმუშავებთ, თუმცა, სასკოლო ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, საჭირო ამ უნარების განვითარებაზე ზრუნვა სახლიდან დაიწყოს.
კითხვის, წერის, არითმეტიკის შესწავლა კი სრულად სკოლას შეგიძლიათ მიანდოთ.